ავტორიზაცია

რუმენიგე: "ლევანდოვსკი რონალდუს ჰგავს, საკუთარ სხეულზე ისიც მანიაკალურად ზრუნავს"

რუმენიგე: "ლევანდოვსკი რონალდუს ჰგავს, საკუთარ სხეულზე ისიც მანიაკალურად ზრუნავს"
თარიღი 08 დეკ 2021, 19:04

"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ეს რთული იყო, მაგრამ ბოლო წლებში "ბაიერნის" წარმატებებისთვის მნიშვნელოვანი. ლევანდოვსკი გამარჯვების გარანტიაა, კარში ნოიერის მსგავსად. დიდწილად ეს ორი ფეხბურთელია "ბაიერნის" ტრიუმფის შემოქმედი".

"რობერტი კრიშტიანუ რონალდუს ჰგავს, ისიც მანიაკალურად ზრუნავს საკუთარ სხეულზე. როცა ადამიანი თავის საქმეს სერიოზულად უდგება და ფეხბურთისთვის ცხოვრობს, უმაღლეს დონეზე თამაში 32-33 წლის შემდეგაც შეუძლია".

"ვგულისხმობ მესის, რონალდუს... მაგრამ ბონუჩისა და კიელინისაც, რომლებმაც იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი პრაქტიკულად მარტოებმა მოიგეს", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Tuttosport.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, მიუნხენურ გრანდს 33 წლის პოლონელი "დორტმუნდიდან" უფასოდ შეუერთდა.