ავტორიზაცია

ბარსელონაში ეჭვობენ, რომ დემბელე პრემიერ ლიგაში გადავა, ფავორიტიც გამოკვეთილია

ბარსელონაში ეჭვობენ, რომ დემბელე პრემიერ ლიგაში გადავა, ფავორიტიც გამოკვეთილია
თარიღი 08 დეკ 2021, 19:12

"ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდს ახალ კონტრაქტზე ჯერ ვერ უთანხმდება.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდში ეჭვობენ, რომ 24 წლის ფრანგს "ჩელსი" გადაიბირებს.

ლონდონურ გუნდს ტომას ტუხელი უდგას სათავეში, ვისთან ერთადაც უსმანი თავის დროზე "დორტმუნდში" მუშაობდა. იმ ფაქტმა, რომ გერმანელი "ჩელსის" წვრთნის, შესაძლოა დემბელეს არჩევანზე გავლენა იქონიოს.

გარდა "არისტოკრატებისა", ფრანგს "მანჩესტერ იუნაიტედის", "ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" წინადადებებიც აქვს. მაგრამ ეს ვარიანტები არ იძლევა ისეთ სპორტულ პერსპექტივას, როგორსაც "ჩელსის" პროექტი - ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები არიან და პრემიერ ლიგის ზედა ნაწილში იმყოფებიან.

მოქმედი კონტრაქტის ვადა დემბელეს "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება, 1 იანვრიდან ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება ექნება.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ტრავმის გამო ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.