პირველად ისტორიაში: სამი გუნდი 100%-იანი შედეგით - ბაიერნმა რეალის რეკორდი გაიმეორა

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში „ბარსელონა“ გაანადგურა და ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით, ანუ 18 ქულით დაასრულა.
1992 წლის შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგას თავისი ამჟამინდელი სახელი დაერქვა, გუნდებმა 100%-იანი შედეგის დაფიქსირება ჯგუფური ეტაპზე 10-ჯერ მოახერხეს.
აქამდე, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ეს ორ სხვადასხვა სეზონში ჰქონდა გაკეთებული - მადრიდის „რეალი“ იყო (2011/12 და 2014/15), ახლა კი ამის გაკეთება „ბაიერნმაც“ მეორედ მოახერხა და ამ შედეგით ესპანურ გრანდს გაუტოლდა. „რეალი“ და „ბაიერნი“ ისტორიაში ორად ორი გუნდი არიან, ვინც ჯგუფურ ეტაპზე 100%-იანი შედეგი ორ სხვადასხვა სეზონში დააფიქსირეს.
წინა 100%-იანი ჯგუფური ეტაპი „ბაიერნს“ 2019/20-სეზონში ჰქონდა, როცა გუნდმა სათამაშო წლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მოიგო კიდეც.
თითო-თითოჯერ კი ეს შემდეგ გუნდებს აქვთ გაკეთებული:
„მილანი“ (1992/93)
„პსჟ“ (1994/95)
„სპარტაკი“ (1995/96)
„ბარსელონა“ (2002/03)
„ლივერპული“ (2021/22)
„აიაქსი“ (2021/22).
როგორც ხედავთ, წელს უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა - ჯგუფური ეტაპის 100%-იანი შედეგით დახურვა ერთბაშად სამმა გუნდმა მოახერხა.