ავტორიზაცია

ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში დაბრუნდა - ვიხილავთ თუ არა მოედანზე ქართველს?

ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში დაბრუნდა - ვიხილავთ თუ არა მოედანზე ქართველს?
თარიღი 09 დეკ 2021, 13:27

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "გენტი" საკუთარ კედლებში ტალინის "ფლორას" მიიღებს. შეგახსენებთ, ბელგიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვთ.

ისმის კითხვა - ითამაშებს თუ არა "ლურჯების" შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე? შეგახსენებთ, რომ ჰეინ ვანჰაზებრუკი კრიტიკის შემდეგ, ქართველი გუნდის განაცხადიდან გაქრა.

ბელგიელმა დამრიგებელმა თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის მოტივაციის დეფიციტს გაუსვა ხაზი. სასიხარულოა ის, რომ "ბუფალოების" ათიანი ესტონელებთან მატჩში განაცხადში არის.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა 22-წლის გამთამაშებელს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. აქვე დავამატებთ, ვანჰაზებრუკის გუნდისა და "თეთრ-მწვანეების" მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.

"რატომ არ ვათამაშებ ჩაკვეტაძეს? თავად ჰკითხეთ" - გენტის მწვრთნელი