ავტორიზაცია

ტენ ჰაგი ჰოლანდიის ფარგლებს გარეთ მუშაობის შესახებ: "ამ გამოწვევის მისაღებად მზად ვარ"

ტენ ჰაგი ჰოლანდიის ფარგლებს გარეთ მუშაობის შესახებ: "ამ გამოწვევის მისაღებად მზად ვარ"
თარიღი 10 დეკ 2021, 01:14

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა უცხოურ კლუბში შესაძლო მუშაობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"ვფიქრობ, ამისთვის მზად ვარ. სიამოვნებით მივიღებდი ამ გამოწვევას", - ციტირებს ამსტერდამელთა თავკაცის სიტყვებს Volkskrant.

"მაგრამ ამ შესაძლებლობისთვის არ ვიბრძვი. თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამ, არ ვიტყვი, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა წარმატებული არ ყოფილა".

"თუმცა, ჩემი აზრით, ამ გამოწვევის მისაღებად საკმარისად კომპეტენტური ვარ", - დასძინა ტენ ჰაგმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს.