ავტორიზაცია

VIDEO: მიქელთაძის ბენეფისი ავსტრალიაში - ქართველმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა

თარიღი 10 დეკ 2021, 17:20

ავსტრალის ჩემპიონატის A ლიგის მე-4 ტურში "ნიუკასლ ჯეტსი" საკუთარ მოედანზე "ფენიქსს" შეხვდა და 4-0 მოუგო.

აღნიშნულ მატჩში გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და 80-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ბექა მიქელთაძე ავსტრალიურ კლუბს ბერძნული "ქსანთიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. ამ პერიოდში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

4 ტურის შემდეგ "ნიუკასლ ჯეტს" 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.