ავტორიზაცია

ბარსელონა კოუტინიოსა და უმტიტის მიმართებაში უკიდურესი ზომების მიღებას გეგმავს

ბარსელონა კოუტინიოსა და უმტიტის მიმართებაში უკიდურესი ზომების მიღებას გეგმავს
თარიღი 11 დეკ 2021, 10:32

"ბარსელონა" ზამთარში ფილიპე კოუტინიოსა და სამუელ უმტიტის მოშორებას ნებისმიერი გზით აპირებს. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი მზადაა მიიღოს ნებისმიერი ზომა: ტრანსფერებიდან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაწყვეტამდე.

ფეხბურთელებთან კონტრაქტის გასაწყვეტად "ბარსელონა" გადავა, როგორც ბოლო საშუალებაze, მაგრამ ეს ვარიანტი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ კოუტინიო და უმტიტი ზამთარში წასვლაზე უარს იტყვიან. 

საჭიროების შემთხვევაში, ხავი, როგორც მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებზე ზეწოლას განახორციელებს, განაცხადში არ შეიყვანს და გუნდის მთავარ ჯგუფში მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

როგორც უკიდურესი ზომა, "ბარსელონა" მიიღებს მსგავს ზომებს, მიუხედავად სამართლებრივი შედეგებისა, რომელიც შეიძლება დაემუქროს კლუბს ასეთ სიტუაციაში.

ზამთარში კატალონიურ კლუბს სურს შეიძინოს "მანჩესტერ სიტის" გარემარბი, ფერან ტორესი და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი. ამ ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად "ბარსამ" უნდა მოიშოროს კოუტინიო და უმტიტი.