"არავინ დგას კლუბზე მაღლა", - ტუხელი რუდიგერის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის მცველ ანტონიო რუდიგერის მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
"თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს, თუ როგორ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტონი, როგორც მოედანზე, ისევე მის ფარგლებს გარეთ. ამაში ეჭვი არ არსებობს".
"თუმცა, ცხადია, კლუბზე მნიშვნელოვანი არავინაა. არავინ. ეს გუნდური მუშაობაა, გუნდური თამაში. ძლიერი კლუბია. საქმე მხოლოდ ჩემში ან ტონიში არ არის და ამას მხოლოდ საუკეთესოს გათვალისწინებით ვამბობ, რადგან ვიცით, რას აკეთებს ის ჩვენთვის".
"ცოტა მოთმინების გამოჩენაა საჭირო. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ მაქვს", - ციტირებს Football London-ი გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა რუდიგერს "ჩელსისთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ცენტრალურმა მცველმა "არისტოკრატთა" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც გააკეთა.
რუდიგერი ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს — ჩელსიდან აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია