მესი: "რეალთან შეხვედრა? პსჟ-ს მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე აზრი გამოთქვა. შეგახსენებთ, "პსჟ"-ს მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება.
"პარი სენ-ჟერმენის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებაა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მიზანი. ეს არის განსაკუთრებული ტურნირი ყველა დიდი კლუბისთვის.
საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან მე და ჩემი ოჯახი დიდხანს ვცხოვრობდით ერთ ქალაქში. გარემოს შეცვლა ადვილი არ იყო ჩვენთვის, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობთ.
ახლა ვცხოვრობ ამ ლამაზ ქალაქში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ", - განაცხადა მესიმ დუბაიში ვიზიტისას.