ავტორიზაცია

მარსიალი მანჩესტერიდან შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს

მარსიალი მანჩესტერიდან შესაძლოა ატლეტიკოში გადავიდეს
თარიღი 14 დეკ 2021, 20:38

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი "ატლეტიკოს" სატრანსფერო სამიზნეა. Eurosport-ის ცნობით, დეკემბრის ბოლოს მადრიდული კლუბი დაუკავშირდება "იუნაიტედს", რათა განიხილონ ფეხბურთელის მდგომარეობა.

შესაძლოა, "ატლეტიკომ" მარსიალის გარიგებაში რამდენიმე თავისი მოთამაშე გამოიყენოს. "ატლეტიკო" დიდი ხანია აკვირდება ფრანგს. დღევანდელმა ვითარებამ კი გაამხნევა კლუბი.

"ატლეტიკო" თვლის, რომ მარსიალი იანვარში შეძლებს კონტრაქტის გაფორმებას. მანამდე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ანტონის იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს.

26 წლის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. კიდევ ხუთ მატჩში ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა.

გარდა ამისა, მარსიალმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ("ვილიარეალის" წინააღმდეგ). ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წელს გადავიდა. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.