ავტორიზაცია

"ალეგრი უკვე გათავისუფლების პირას დგას", - კასანო

"ალეგრი უკვე გათავისუფლების პირას დგას", - კასანო
თარიღი 14 Dec 2021, 20:52

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"იუვეს საშუალო მოთამაშე ისეთივე კარგია, როგორც ვენეციას 25-ვე მოთამაშე. მე არ ვსაუბრობ დიბალაზე ან დე ლიგტზე. პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვები ალეგრის შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

თამაშამდე შემიძლია ვთქვა, რომ პროვინციელებთან ვითამაშებ? რა გზავნილს აძლევ გუნდს? ის ცდილობს გააგრძელოს ის, რასაც ყოველთვის აკეთებდა ყოველგვარი დახმარების გარეშე.

ასე რომ, მას ნამდვილად ემუქრება სამსახურიდან გათავისუფლება", - განაცხადა კასანომ. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" 28 ქულით ამჟამად მეშვიდე ადგილზე არის.