ავტორიზაცია

არტეტა: "ობამეიანგმა ყველას ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა"

არტეტა: "ობამეიანგმა ყველას ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა"
თარიღი 14 Dec 2021, 22:54

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განმარტა, თუ რატომ ჩამოართვეს თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს გუნდში კაპიტნის სამკლაური.

"ვფიქრობ, კლუბის განცხადება ყველასთვის ძალიან ნათელი იყო. იმის გამო, რაც ამ ფეხბურთელს დაემართა, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ კლუბის ინტერესების დაცვა გვინდოდა. საფიქრალი ბევრი იყო, გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, ამიტომ გარკვეული დრო დაგვჭირდა.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ტკივილი განვიცადეთ. ჩვენ ახლაც განვიცდით ტკივილს. ჭრილობების შეხორცებას დრო სჭირდება. ახლა ობამეიანგი არ არის განაცხადში.

ეს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა, არ უნდა მივიღოთ მკაცრი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, თავისი ლიდერებით შემადგენლობაში", - განაცხადა არტეტამ.