ბაიერნი პრაქტიკულად გამოირიცხა — რუდიგერისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია
"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა ლონდონური კლუბის რიგები დატოვოს, წერს ფაბრიციო რომანო.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი იტყობინება, "არისტოკრატებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები შეთანხმებისგან ჯერ კიდევ შორს არიან.
გავრცელებული ცნობით, 28 წლის გერმანელით "რეალია" დაინტერესებული. მადრიდულ გრანდს მისი ხელში ჩაგდება თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა.
რუდიგერის გადაბირება "ბაიერნსაც" სურდა, თუმცა მიუნხენელები არ არიან მზად იმდენი უხადონ, რამდენსაც ითხოვს. როგორც დაიწერა, საუბარია კვირაში 200 ათას ფუნტზე.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.