ავტორიზაცია

არსენალში 4 კანდიდატურას განიხილავენ — ვინ გახდება ლონდონელთა ახალი კაპიტანი?

არსენალში 4 კანდიდატურას განიხილავენ — ვინ გახდება ლონდონელთა ახალი კაპიტანი?
თარიღი 15 დეკ 2021, 11:54

თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის დასჯის შემდეგ, ლონდონის "არსენალს" ახალი კაპიტანი ეყოლება.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Talksport-ი იტყობინება, ამ როლის მორგების მთავარი პრეტენდენტები მცველი კირან ტირნი და ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი არიან.

გარდა ამისა, კანდიდატთა შორის განიხილებიან "მეთოფეთა" ყოფილი კაპიტანი გრანიტ ჯაკა და გოლკიპერი აარონ რამსდეილი.

შეგახსენებთ, "არსენალმა" გუშინ ობამეიანგისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა დაადასტურა - მიზეზი დისციპლინასთან დაკავშირებული დარღვევებია.

თავის მხრივ, როგორც მოგახსენეთ, გაბონელ ფორვარდამდე ლონდონელებს ჯაკა კაპიტნობდა, რომელსაც სამკლაური 2019 წლის შემოდგომაზე გუნდის გულშემატკივრებთან მომხდარი კონფლიქტის გამო ჩამოერთვა.