გარემოება, რომელიც ობამეიანგის ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ართულებს
"ბარსელონას" შესაძლოა სირთულეები შეექმნას ლონდონის "არსენალის" ყოფილ კაპიტანთან და თავდამსხმელთან, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან მოლაპარაკებების პროცესში.
The Independent-ის ცნობით, ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, 32 წლის თავდამსხმელი ხელფასის შემცირებას არ აპირებს. ახლა "არსენალში" ის კვირაში 200 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.
ეს ამცირებს კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების რაოდენობას. "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფეხბურთელის ეს პოზიცია გაართულებს პოტენციურ მოლაპარაკებებს.
შუამავლებმა "ბარსელონას" ვარიანტი შესთავაზეს უსმან დემბელეს ობამეიანგში გაცვლით. ამ ფეხბურთელებს დაახლოებით ერთნაირი ხელფასი აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გაბონელი 30-50 ათასი ფუნტით მეტს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგს არსენალში კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. ამ სეზონში ფორვარდმა ლონდონურ კლუბში 15 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.