ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ-ლიგებიდან შემოთავაზება აქვს, ის გენტს ზამთარში დატოვებს", - რუსული მედია

"ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ-ლიგებიდან შემოთავაზება აქვს, ის გენტს ზამთარში დატოვებს", - რუსული მედია
თარიღი 15 დეკ 2021, 21:56

Матч ТВ-ს ცნობით, "გენტის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლასთან ახლოს იქნება. რუსული მედია ქართველის შესახებ წერს შემდეგს:

"ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან აქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გენტს დიდი ალბათობით დატოვებს.

კლუბი გიორგის შემცვლელად განიხილავს ველესის შემტევ ნახევარმცველს, გალოიანს, რომელსაც ლოკომოტივი და რუსეთის პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდი აკვირდება", - წერს Матч ТВ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი ბელგიურ კლუბში თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 81 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

"ლურჯების" ათიანს უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობა აერია გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჰეინ ვანჰაზებრუკთან, რის გამოც ფეხბურთელი განაცხადში ვერ ხვდება.

1 თვის შემდეგ გამოჩნდა - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა