ავტორიზაცია

ჩაკვეტაძე ჩამოწერილია? - გენტის მწვრთნელის კომენტარი ქართველის შესახებ

ჩაკვეტაძე ჩამოწერილია? - გენტის მწვრთნელის კომენტარი ქართველის შესახებ
თარიღი 15 დეკ 2021, 23:08

Voetbalprimeur-მა "გენტის" ამჟამინდელ მდგომარეობას ვრცელი სიახლე მიუძღვნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი, ჰეინ ვანჰეზებრუკი, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძესაც შეეხო.

"ოჯიდა გამოჯანმრთელდა, თუმცა სამედიცინო შტაბის დასკვნით, ჯერ თამაში არ შეუძლია. ინდივიდუალურად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

ვადისის შეცვლა შეუძლია ბეზუსს, ჰიულსაგერსა და კუმსს. რა თქმა უნდა, არც ჩაკვეტაძეა ჩამოწერილებს შორის. ახლა მთავარი მეხელენთან მოგებაა", - განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, Матч ТВ-მ თავის მხრივ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქართველ შემტევ ნახევარმცველს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან შემოთავაზება აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი რეალურად წავა, "ლურჯები" გადაერთვებიან "ველესის" ფლეიმეიქერის, არტურ გალოიანის ტრანსფერზე.