რეალი ჰოლანდის ტრანსფერს დღითიდღე უფრო და უფრო სცილდება
"რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდელები არიან დაინტერესებული, მაგრამ აუქციონში მონაწილეობას არ აპირებენ.
მადრიდელებს ესმით, რომ ფინანსური თვალსაზრისით, კონკურენციას ვერ გაუწევენ "მანჩესტერ სიტის" და "პარი სენ-ჟერმენს", რომლებიც აგრეთვე არიან ამ ტრანსფერში ჩართულები.
კლუბი არ აპირებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ნორვეგიელისთვის ბრძოლაში, რადგან თვლის, რომ "პსჟ"-ს ფორვარდ, კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ძლიერი შეტევის ხაზი ისედაც იქნება.
კარიმ ბენზემას მადრიდის "რეალი" სასტარტო შემადგენლობის უდავო ფეხბურთელად მიიჩნევს და არ არის გადაუდებელი საჭიროება სხვა ცენტრფორვარდის შეძენაზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდით "ბარსელონაც" ინტერესდება.