ავტორიზაცია

იუვენტუსს ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი სიტიმ წაართვა

იუვენტუსს ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი სიტიმ წაართვა
თარიღი 16 Dec 2021, 10:54

დუშან ვლაჰოვიჩის ირგვლივ ჭორები არ ცხრება, მხოლოდ მძაფრდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან სერბმა თავდამსხმელმა უკვე განაცხადა, რომ "ფიორენტინასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

La Repubblica-ს ცნობით, "იუვენტუსი" ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს, მაგრამ ახლა ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო.

ფაქტობრივად, პეპ გვარდიოლამ პრიორიტეტულ ტრანსფერად ვლაჰოვიჩი აირჩია, თუნდაც ჰარი კეინის გვერდის ავლით, რომელიც ერთი ნაბიჯში იყო "ტოტენჰემიდან" "სიტიში" გადასვლამდე.

კონკურენცია იზრდება და "ფიორენტინა" მზადაა ფეხბურთელი მხოლოდ 70 მილიონ ევროდ გაუშვას. იანვარში "იუვენტუსისთვის" ასეთი ტრანსფერი შეუძლებელია, მაგრამ ტურინელი გუნდი შეეცდება ივნისში გარიგებაზე შეთანხმებას.