ავტორიზაცია

"მაკედონია არ დაგვვიწყებია, რევანში გვაქვს ასაღები!" - გიორბელიძე წილისყრას აფასებს

"მაკედონია არ დაგვვიწყებია, რევანში გვაქვს ასაღები!" - გიორბელიძე წილისყრას აფასებს
თარიღი 16 Dec 2021, 22:03

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის წილისყრა დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონის D ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდ.მაკედონიასთან და გიბრალტართან ითამაშებს.

წილისყრის დასრულების შემდეგ GOAL.GE საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველს გურამ გიორბელიძეს დაუკავშირდა, რათა მისი აზრი მოგვესმინა.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჯგუფში სამივე მეტოქე ისეთია, რომელსაც კარგად ვიცნობთ და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს მოუწია მათთან თამაში.

და რაც მთავარია, ჩრდ.მაკედონიასთან რევანში გვაქვს ასაღები, ის ფინალური შეხვედრა არავის დაგვვიწყებია!," - განაცხადა გურამ გიორბელიძემ GOAL.GE-სთან საუბრისას.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება 2022 წლის ივნისიდან დაიწყება და ამ თვეში ჯვაროსნები 4-ჯერ ითამაშებენ, ხოლო ტურნირი სექტემბერში 2 შეხვედრით დამთავრდება.