ინგლისი, იტალია, გერმანია - ერთა ლიგაზე სიკვდილის ჯგუფი მივიღეთ!

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის წილისყრა დასრულდა.
A დივიზიონში ჯგუფები საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა.
A1 ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია
A2 ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი
A3 ჯგუფი: იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი
A4 ჯგუფი: ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი
ერთა ლიგის ახალი გათამაშება 2022 წლის ივნისიდან დაიწყება და ამ თვეში ჯვაროსნები 4-ჯერ ითამაშებენ, ხოლო ტურნირი სექტემბერში 2 შეხვედრით დამთავრდება.