მე-4 ტრანსფერი - დინამო თბილისმა ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

21 წლის მარცხენა მცველი გოდფრი სტეფენი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. როგორც ვიცით, ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება.
გოდფრი სტეფენი პოლონური იაგიელონიას მოთამაშეა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებდა. მანამდე ნიგერიელ მარცხენა მცველს ბელარუსის ისლოხში უთამაშია.
დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის ტრანსფერების მხრივ საკმაოდ აქტიურობს. ეს გუნდის მე-4 ტრანსფერია: მანამდე მათ გაგრადან მეკარე დავით კერესელიძე და გორის დილას შემტევი ოსმანე კამარა დაიმატეს. გუშინ დედაქალაქელებმა უკრაინელი ფორვარდის სტანისლავ ბილენკის ტრანსფერი გააოფიციალურეს.