ავტორიზაცია

რონალდო: "ნეიმარის ცხოვრების წესის კრიტიკა? მეც იგივე გზა გამოვიარე"

რონალდო: "ნეიმარის ცხოვრების წესის კრიტიკა? მეც იგივე გზა გამოვიარე"
თარიღი 18 Dec 2021, 11:51

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, მისი თანამემამულის, ნეიმარის ცხოვრების წესზე საუბრისას, თქვა: "მეც ისევე ვიტანჯებოდი, როგორც ნეიმარი".

"ცნობილი ან არაცნობილი ადამიანის ან სპორტსმენის პირად ცხოვრებას არავისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა დალია, შეჭამა თუ არ შეჭამა!

დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მეექვსე სიჩქარეზე არ გადავიდოდი, მეოთხეზე დავრჩებოდი", - განაცხადა რონალდომ. როგორც ჩანს, ნეიმარს ემუქრება იმის საშიშროება, რომ მისი წვეულებები გახდნენ საჯარო განსჯის საგანი.

ფეხბურთელი მომატებული წონითა და არასპორტული მუცლითაც დააფიქსირეს. "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა უარყო ბრალდებები და თქვა, რომ მას ჰყავს სრული განაკვეთით ფიზიკური თერაპევტი და პირადი მწვრთნელი.