ირაკლი აზაროვი 1 მილიონი გახდა! ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ფასები განახლდა

სტატისტიკურ ცენტრ Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბათუმის დინამოს მცველი ირაკლი აზაროვია.
19 წლის მარცხენა მცველი Transfermarkt-ის მიხედვით 1 მილიონი ევრო ღირს, მისი ფასი რამდენიმე თვის წინანდელთა შედარებით 350,000 ევროთი გაიზარდა.
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული შემდეგნაირია:
ირაკლი აზაროვმა 2021 წელს 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ბათუმის დინამო საქართველოს 2021 წლის სეზონის ჩემპიონია და ათეულში სწორედ ამ გუნდიდანაა ყველაზე მეტი მოთამაშე.