ავტორიზაცია

აპირებს თუ არა იუვენტუსის ზამთარში გაძლიერებას? - ალეგრის კომენტარი

აპირებს თუ არა იუვენტუსის ზამთარში გაძლიერებას? - ალეგრის კომენტარი
თარიღი 20 დეკ 2021, 20:50

ტურინის "იუვენტუსის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდის შემადგენლობის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ფეხბურთელები ერთმანეთს დაცვაში ეხმარებოდნენ - ასეც უნდა იყოს. თუ ამ მატჩს ვენეციასთან (1:1) თამაშს შევადარებთ, თამაშში საუკეთესო განწყობით შევედით.

სამომავლოდ ამაზე კიდევ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება. ბოლონიაში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ არაერთი მომენტის შექმნა მოახერხეს.

ჩვენ მათ შეტევებს კარგად გავართვით თავი, თუმცა სტანდარტის დაწევა შეუძლებელია - იანვარში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაც გველოდება.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება თამაშის უკეთ წაკითხვა, გარკვეული ასპექტების დამატება. მაგალითად, შესვენების წინ არტურმა ვერტიკალური პასი გააკეთა, როცა ბურთის დაჭერა იყო საჭირო.

ეს არ არის იგივე, რაც ბარსელონაში, სადაც ნახევარდაცვაში კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად თამაშობდა და არ იყო მიჩვეული დაცვის წინ მუშაობას. ის ასევე მიჩვეულია სხვებზე მეტი შეხების გაკეთებას.

ას აქვს სწორი მენტალიტეტი და ტექნიკა, მას შეუძლია წარმატების მიღწევა ამ პოზიციაზე. იუვენტუსის შემადგენლობა შესანიშნავია და ჩვენ მათთან სეზონის ბოლომდე ვიმუშავებთ.

ამ მოთამაშეებს შეუძლიათ გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, გაიუმჯობესონ ფორმა და მეტი იბრძოლონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავამატოთ მეტი ტაქტიკის, ტექნიკის, შედეგების თვალსაზრისით", - განუცხადა ალეგრიმ DAZN-ს.