"კვარაცხელიას ევერტონში გადასვლა საკმაოდ რეალურია", - მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა გარემარბმა, ანდრეი კანჩელსკისმა ყაზანის "რუბინის" ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ევერტონში" გადასვლის შესახებ ისაუბრა:
"პრემიერ ლიგაში თამაში არც ისე მარტივია, ეს არ არის რუსეთი. კვარაცხელიას ევერტონში გადასვლა შესაძლებელია, რადგან ამ კლუბში ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ.
ყველაფერი ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, თუ ენას სწრაფად ისწავლის, გადაეწყობა, სწრაფად გაივლის ადაპტაციას. ვნახოთ, სად აღმოჩნდება ხვიჩა საბოლოოდ.
საუთჰემპტონსაც აქვს რეალური შანსი, შეუძლიათ ფეხბურთელის გაყიდვა და ფულის გამომუშავება. კოკორინთან გარიგების შემდეგ რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს ისეთ დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ.
რატომ აჩვენა ქართველმა გარემარბმა დაბალი ხარისხის ფეხბურთი სეზონის პირველ ნაწილში? ის არის დამოკიდებული ფეხბურთელი, ცუდად კი მთელი რუბინი თამაშობდა", - განაცხადა რუსმა.