ავტორიზაცია

VIDEO: წლის ყველაზე უცნაური გაძევება? - ფეხბურთელმა წითელი ბარათი პენალტის დარტყმის გამო მიიღო

თარიღი 21 დეკ 2021, 14:25

ზაგრების "დინამომ" ჩემპიონატში კვლავ სამი ქულა აიღო, თუმცა რამდენიმე გაძევების ფასად, რომელთაგან ერთი უჩვეულო გამოდგა. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში "დინამო" ინარჩუნებდა უპირატესობას "ისტრასთან" 1:0, მხიარულება 80-ე წუთის შემდეგ დაიწყო.

ჯერ "ზაგრების" მცველმა კევინ ტეოფილ-კატრინმა მიიღო წითელი, 88-ე წუთზე კი შემადგენლობები გაათანაბრეს მას შემდეგ, რაც "ისტრას" მეკარე, ივან ლუჩიჩი გააძევეს.

მსაჯმა მეკარის დარღვევისთვის პენალტი დანიშნა - ბრუნო პეტკოვიჩი კი ბურთს მიუახლოვდა. ფორვარდმა გადაწყვიტა, რომ თავხედურად და ლამაზად დაერტყა:

სირბილის ნაცვლად, გაისეირნა, შემდეგ კი არტისტულად დაარტყა. მსაჯმა მაშინვე ამოიღო ყვითელი, რომელიც მეორე გახდა პეტკოვიჩისთვის. გოლი გააუქმეს და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელს გაოგნებულს მოედნის დატოვება მოუწია.

VIDEO: სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლიმ სტუმრად მილანი დაამარცხა