ავტორიზაცია

ციფრები: რამდენიმე კომპონენტი, რომელშიც კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოა

ციფრები: რამდენიმე კომპონენტი, რომელშიც კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოა
თარიღი 21 Dec 2021, 16:11

Wyscout-ის შეჯამებით, რუსეთის პრემიერ ლიგაში არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, ყაზანის "რუბინის" გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ორ კომპონენტში საუკეთესო რჩება.

როგორც ირკვევა, რუსული გუნდი თავის ჩემპიონატში პირველია მარცხენა ფლანგიდან შეტევების განხორციელების მაჩვენებლით, ამ ფრთაზე კი სწორედ ქართველი თამაშობს.

უფრო კონკრეტულად კი "წითელ-მწვანეების" შეტევების 38% სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის ფლანგიდან იწყება. რაც შეეხება მეორე კომპონენტს:

ეს არის პირადი სტატისტიკა, რომელიც 21-წლის ფლანგელის მიმართებაში ასეთია - საშუალოდ მატჩში დარტყმების (1.1), ბურთისთვის ორთაბრძოლების (32.5), შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლების (20.26), დრიბლინგისა (12.39) და ბურთიანად აჩქარების (4.44) მცდელობებში.

ამის გარდა, შეტევაში ბურთისთვის ორთაბრძოლებისა და დრიბლინგის მხრივ, 21-წლის შემტევს რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში აგრეთვე საუკეთესო შედეგი აქვს.