ავტორიზაცია

"კაკაბაძის გამო სათამაშო ტაქტიკა შევცვალე" - კრაკოვიას მწვრთნელი

"კაკაბაძის გამო სათამაშო ტაქტიკა შევცვალე" - კრაკოვიას მწვრთნელი
თარიღი 21 დეკ 2021, 19:46

პოლონური კრაკოვიას მთავარი მწვრთნელის იაჩეკ ზელინსკის თქმით, ოთარ კაკაბაძე იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გუნდის სათამაშო ტაქტიკა შეცვალა.

krakow.naszemiasto.pl-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ზელინსკის ასეთი რამ ჰკითხა: "გუნდში მოსვლისთანავე შემოიტანეთ ახალი ტაქტიკა: "3 ცენტრალური მცველი 2 ფლანგელით. რა იყო ამის მიზეზი?", რაზეც პოლონელმა მწვრთნელმა ჩვენთვის საინტერესო პასუხი გასცა.

"როცა ვუყურე კრაკოვიას უკანასკნელ მატჩებს, დავინახე, რომ გუნდს დაცვის ცენტრში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. პირველ ვარჯიშზე ვნახეთ, რომ კაკაბაძეს ჰქონდა ხარისხი, რომელიც დაგვეხმარებოდა ტაქტიკური სქემის შეცვლაში. ჩვენი მიზანი იყო მოედანზე მაქსიმალურად მეტი ხარისხიანი მოთამაშე გვყოლოდა და გადავედით ახალ ტაქტიკაზე. ვგრძნობდი, რომ ეს იდეალური იქნებოდა," - განაცხადა იაჩეკ ზელინსკიმ.

ოთარ კაკაბაძე კრაკოვიას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. მას შემდეგ 26 წლის მცველმა კრაკოველთა მაისურით 8-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.