მე-2 ლეგიონერი ახალი სეზონისთვის - ბათუმის დინამოში სერბი შემტევი ითამაშებს
ყაზახური კაისარის ნახევარმცველი სტეფან დენკოვიჩი კარიერას საქართველოს ჩემპიონ ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, სერბი 30 წლის შემტევი შავიზღვისპირულ კლუბს იანვარში შეუერთდება. ფეხბურთელმა ტრანსფერი სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
გასული სეზონი დენკოვიჩმა ყაზახურ კაისარში გაატარა, სადაც 27-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
ბათუმის დინამოს ახალი სეზონისთვის ეს მე-3 ტრანსფერია: აქამდე გუნდმა გორის დილადან ირაკლი ბიძინაშვილი, ხოლო დინამო თბილისიდან მილან რადინი დაიმატა.