რანგნიკი უფროს ჰოლანდს ესაუბრა - მწვრთნელი ერლინგის ტრანსფერზე ოცნებობს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს გუნდში ერლინგ ჰოლანდის ხილვა სურს.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს „ემიუში“ ნორვეგიელი შემტევის ხილვა ძალიან უნდა. ის ახლახანს ესაუბრა ფეხბურთელის მამას, ალფ-ინგ ჰოლანდს და მასთან პოტენციური ტრანსფერიც განიხილა.
როგორც ცნობილია, რანგნიკს უფროს ჰოლანდთან ჩინებული ურთიერთობა აქვს, მათ ერთმანეთი 2018 წელს გაიცნეს, როცა ერლინგი „რედ ბულ ზალცბურგში“ გადადიოდა, რანგნიკი კი გუნდის დირექტორი იყო.
„იუნაიტედში“ ფიქრობენ, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი ჰოლანდს გუნდში გადმოსვლაში ხელს არ შეუშლის. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 2019 წელს სოლსკიაერმა ჰოლანდის ტრანსფერი პირადად დაბლოკა.