ავტორიზაცია

ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყეს - ქუთაისის ტორპედომ 2 ტრანსფერი განახორციელა

ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყეს - ქუთაისის ტორპედომ 2 ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 22 დეკ 2021, 19:20

ქუთაისის ტორპედომ 2022 წლის სეზონისთვის 2 ტრანსფერი განახორციელა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელები გუნდში ბრუნდებიან. 29 წლის მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გააფორმებს კლუბი მასთან კონტრაქტს.

რაც შეეხება მეორე ტრანსფერს, კონტრაქტის ზუსტი დეტალები თანხმდება 29 წლის ნახევარმცველ გიორგი კუხიანიძესთან.

ეს ორივე ფეხბურთელი წლების განმავლობაში ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა და შემდეგ დინამო თბილისს შეუერთდნენ. ქიმაძესაც და გიორგი კუხიანიძესაც ქუთაისის ტორპედოსთან ერთად საქართველოში ყველა ტიტული აქვთ მოგებული.