ავტორიზაცია

"კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონის მიღების შემთხვევაში, მას გავყიდით", - რუბინის დირექტორი

"კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონის მიღების შემთხვევაში, მას გავყიდით", - რუბინის დირექტორი
თარიღი 22 Dec 2021, 21:00

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. რუსმა ფუნქციონერმა ქართველის გაყიდვა არ გამორიცხა.

"მიდის თუ არა სლუცკი? არავითარ შემთხვევაში, კვარაცხელიაც რჩება. რა მოხდება, თუ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მოგვცემენ? უარის თქმა ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა რუსული კლუბის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში "წითელ-მწვანეების" გარემარბის ტრანსფერი კვლავ აქტუალური გახდა. 21-წლის ვინგერის სახელს უკავშირებენ "ვესტ ჰემს", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონს".

Football Insider-ის ცნობით, ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომრის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ლონდონელები არიან. ანდრეი კანჩელსკისი კი კვარასთვის ბრძოლაში ფავორიტად ლივერპულელებს ასახელებს.

ქართველმა ფლანგელმა "რუბინის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩაატარა 17 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.