ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ რეალმა შესაძლოა აზარი დათმოს

ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ რეალმა შესაძლოა აზარი დათმოს
თარიღი 22 დეკ 2021, 21:12

მადრიდის "რეალი" "ლილის" თავდამსხმელის, ჯონატან დევიდით არის დაინტერესებული. Marca-ს ცნობით, მადრიდული კლუბი ბუნდესლიგის, სერია ა-ს და პრემიერ ლიგის იმ გუნდებს შორისაა, რომლებიც 21 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენენ.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას 2022 წელს გუნდის სერიოზულად გაძლიერება სურს. კლუბს სურს შეიძინოს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით განვითარება.

"ლილი" კი თავის მხრივ დაინტერესებულია ნახევარმცველის, ედენ აზარის დაბრუნებით, ამიტომ ბელგიელი შესაძლოა ცენტრალური ფორვარდის გარიგებაში მოხვდეს.

მანამდე დევიდის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბოლო სეზონს ატარებს "ლილში". ჯონატანი ამჟამად ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია. "ლილის" მაისურით ლიგის 18 მატჩში მას 11 გოლი აქვს გატანილი.