ავტორიზაცია

"ლივერპულში სალაჰს და მანეს იდეალურად ისაკი შეცვლის", - ენრიკე

"ლივერპულში სალაჰს და მანეს იდეალურად ისაკი შეცვლის", - ენრიკე
თარიღი 22 დეკ 2021, 22:06

ხოსე ენრიკემ რეკომენდაცია გაუწია "ლივერპულს," რომ იანვარში "რეალ სოსიედადის" თავდამსხმელს, ალექსანდერ ისაკს სატრანსფერო ბაზარზე თვალი არ მოაცილოს.

ძალიან მალე "ლივერპული" აფრიკის თასზე ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს და სენეგალელ სადიო მანეს გაუშვებს და ამან შესაძლოა "წითლებს" ზამთრის ფანჯარაში შემტევი ფეხბურთელის ყიდვისკენ უბიძგოს.

"ლიდს იუნაიტედის" გარემარბი რაფინია დიდი ხანია ასოცირდება "ლივერპულში" გადასვლასთან, მაგრამ ხოსე ენრიკე ისაკში უფრო ოპტიმალურ გაძლიერებას ხედავს.

"იმედია, იანვარში ლივერპული შეძლებს იყიდოს ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელთა სამეულში თამაში. რაფინია დიდი ფეხბურთელია და მე ნამდვილად მსურს მისი ხილვა ლივერპულში.

ის ძალიან კარგად მოერგებოდა ლივერპულის სტილს. ის ლიდსში ძალიან კარგად თამაშობს და ვფიქრობ, რომ ლივერპულში უკეთესი იქნება. დიდ გუნდში ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა, რადგან აქ უკეთესი მოთამაშეებით ხარ გარშემორტყმული.

პრობლემა ის არის, რომ ინგლისური კლუბები არ ყიდიან იაფად და ძნელი იქნება ლიდსის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მარტივად გადმობირება შუა სეზონში.

ყურადღებას მივაქცევდი რეალ სოსიედადის ფორვარდს, ალექსანდერ ისაკს. მე მას ვაღმერთებ. ამ დროისთვის ის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.

მას შეეძლო ეთამაშა შემტევ ლივერპულის სამეულში - მარცხნივ ან ცენტრში. ის არის ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება 50-60 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირდეს.

ლივერპული არ არის მიჩვეული თითო ფეხბურთელში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას - თუ ისინი ჯერ არ გაყიდიან ვინმეს", - განუცხადა ენრიკემ talkSPORT-ს.