ავტორიზაცია

რომელი გუნდია ფავორიტი კვარაცხელიასთვის ბრძოლაში? - ინგლისური პრესის ვარაუდი

რომელი გუნდია ფავორიტი კვარაცხელიასთვის ბრძოლაში? - ინგლისური პრესის ვარაუდი
თარიღი 22 დეკ 2021, 22:37

ყაზანის "რუბინის" გერმარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი" იჩენს. Football Insider-ის ცნობით, ქართველისთვის ბრძოლაში სწორედ "ჩაქუჩები" ლიდერობენ.

იგივე წყაროს ცნობით, "ლურჯ-წითლები" მზად არიან რუსების ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მათ იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ტრანსფერი იანვარში დაიხურება.

Football Insider-მა ისიც დაწერა, რომ "წითელ-მწვანეებმა" თავიანთი ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ "ვესტ ჰემ იუნაიტედს" 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოსთხოვეს.

ინგლისელები წერენ, რომ ლონდონელები მზად არიან 21-წლის ფლანგელის სანაცვლოდ "რუბინისთვის" ზემოთხსენებული თანხის გადასახდელად. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

"ჩაქუჩების" გარდა, ყაზანელთა 21-ე ნომრის სახელს "ევერტონსა" და "საუთჰემპტონსაც" უკავშირებენ. აქვე დავამატებთ, კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.