ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც იუვენტუსსა და დიბალას შორის კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ გადაიდო

მიზეზი, რის გამოც იუვენტუსსა და დიბალას შორის კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ გადაიდო
თარიღი 22 Dec 2021, 22:46

იტალიური მედიის ცნობით, პაულო დიბალა "იუვენტუსს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა, მაგრამ მისი აგენტი ხორხე ანტუნი არგენტინაში დაბრუნდა.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამ დროისთვის კონტრაქტის გასაგრძელებლად მხოლოდ ფეხბურთელის ხელმოწერა არ არის საკმარისი.

დიბალა დათანხმდა კონტრაქტის გაფორმებას 2026 წლამდე წელიწადში 10 მილიონი ევროს ხელფასის ოდენობით. ფეხბურთელის აგენტი ტურინში გასულ კვირას ჩავიდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ეს ჩამოსვლა ახალი კონტრაქტის გაფორმებას მოასწავებდა, თუმცა ანტუნი არგენტინაში დაბრუნდა და დიბალამ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა.

გამოცემები Tuttosport და La Gazzetta dello Sport მიიჩნევენ, რომ მიზეზი ბიუროკრატიული პრობლემები გახდა, რის გამოც მხარეებმა გადაწყვიტეს კონტრაქტის გაფორმება იანვრამდე გადაედო.