ავტორიზაცია

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მსურველი ჯონსსაც კი ეყოლება

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მსურველი ჯონსსაც კი ეყოლება
თარიღი 22 დეკ 2021, 23:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ფილ ჯონსი "ბენფიკას" იანვრის სატრანსფერო სამიზნე გახდა. ჯონსს "იუნაიტედში" თითქმის ორი წელია არ უთამაშია, 2020 წლის იანვრიდან, ინგლისის თასის მატჩიდან "ტრანმერთან".

ამ დროის განმავლობაში, ფილმა მიიღო რამდენიმე ტრავმა, რამდენიმე რეციდივი და ახლახან დაემართა კორონავირუსი, რითაც მან კიდევ ერთხელ გადადო საფეხბურთო მოედანზე დაბრუნება.

29 წლის ინგლისელს უიმედოდ ესაჭიროება სათამაშო წუთები, მაგრამ მას ჯერ არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჰარი მაგუაირს, რაფაელ ვარანს, ვიქტორ ლინდელოფს და ერიკ ბაილის.

"ბენფიკა" მზადაა ჯონსს სათამაშო პრაქტიკა მისცეს, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და სეზონის მეორე ნახევარში მცველს ეძებს, იტყობინება Daily Mail.

"იუნაიტედს" სურდა ჯონსის თავიდან მოშორება, მაგრამ ფილის მაღალი ხელფასი და 23 თვე ფეხბურთისგან დაშორება თითქმის შეუძლებელს ხდის იანვარში ტრანსფერის განხორციელებას.