ავტორიზაცია

რუსეთის ჩემპიონატის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც კვარაცხელია წლის ტოპ 5 ფეხბურთელში შეიყვანა

რუსეთის ჩემპიონატის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც კვარაცხელია წლის ტოპ 5 ფეხბურთელში შეიყვანა
თარიღი 23 დეკ 2021, 11:14

სპორტ-ექსპრესი ატარებს გამოკითხვას რუსეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებს 16 მთავარი მწვრთნელი, 16 მენეჯერი, 16 ჟურნალისტი და ქომაგები.

თითოეულმა მათგანმა წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ ხუთეული უნდა წარმოადგინოს. საუბარია როგორც რუს მოთამაშეებზე, ისე რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერებსა და რუსეთის ფარგლებს გარეთ მოთამაშე რუს ფეხბურთელებზეც.

ერთადერთი სპეციალისტი, რომელმაც თავის ტოპში შეიყვანა ხვიჩა კვარაცხელია არის ლეონიდ სლუცკი. რუსი დამრიგებლის ხუთეული ასეთია - ხვიჩა კვარაცხელია, არტიომ ძიუბა, იაროსლავ რაკიცკი, ალექსანდრ გოლოვინი და ვილმარ ბარიოსი.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ქართველი გარემარბის ყაზანის "რუბინიდან" წასვლა კვლავ აქტუალური თემა გახდა.

რუსული კლუბის ვინგერის სახელს უკავშირებენ "ვესტ ჰემ იუნაიტედს", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონს". "წითელ-მწვანეები" 21-წლის ფლანგელის სანაცვლოდ 15-20 მილიონს ითხოვენ.

რომელი გუნდია ფავორიტი კვარაცხელიასთვის ბრძოლაში? - ინგლისური პრესის ვარაუდი