ავტორიზაცია

"აზაროვის ყიდვით, პრობლემა მოგვარდება", - ირაკლის ბერძნული ფეხბურთის გრანდი აკვირდება

"აზაროვის ყიდვით, პრობლემა მოგვარდება", - ირაკლის ბერძნული ფეხბურთის გრანდი აკვირდება
თარიღი 23 დეკ 2021, 12:05

Sport-fm-ი ამტკიცებს, რომ პირეოსის "ოლიმპიაკოსი" საკმაოდ აქტიურად ინტერესდება ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით. ბერძნები შემადგენლობის გაძლიერებას ზამთარში გეგმავენ.

"თეთრ-წითლების" ყველაზე პრობლემურ პოზიციად მიიჩნევა დაცვის მარცხენა ფრთა, იქ სადაც ქართველი განაპირა მცველი თამაშობს. აღსანიშნავია, რომ აჭარლების ვინგბექი "კარაისკაკისელთა" ერთადერთი ვარიანტი არ არის.

პედრო მარტინსის სატრანსფერო სიაში აგრეთვე ფიგურირებს ვასილის ზაგარიტისი ("პარმა") და სუფიან ელ კარუანი ("ნაიმეგენი"). სწორედ მათ შემდეგ მოდის 19-წლის ფლანგელი.

აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიაკოსის" გარდა, ზღვისპირელთა მე-16 ნომრის სახელი აგრეთვე დაუკავშირეს "ბაზელსა" და "ტრაბზონსპორს". "დინამოს" ხელმძღვანელობა თავის მხრივ აზაროვის გაყიდვას გამორიცხავს.

ქართველი მცველი ბათუმში სათამაშოს გადმოვიდა მიმდინარე წლის დასაწყისში და მან 42 შეხვედრაში მოასწრო ოთხი გოლის გატანა, ამის გარდა, ხუთი ასისტის შესრულებაც.