ავტორიზაცია

"მანჩესტერი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონს ჩამოდიოდა, ახლა კი მას კლუბის პოვნაც კი გაუჭირდება", - ბელგიური პრესა

"მანჩესტერი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონს ჩამოდიოდა, ახლა კი მას კლუბის პოვნაც კი გაუჭირდება", - ბელგიური პრესა
თარიღი 23 დეკ 2021, 14:16

გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერაში რთული პერიოდი უდგას. ქართველი შემტევი ნახევარმცველის პრობლემები მიმოიხილა Voetbalnieuws-მა, რომელმაც მას ვრცელი სიახლე მიუძღვნა.

"სეზონის კარგად დაწყების შემდეგ, ჩაკვეტაძე გენტის შემადგენლობიდან გაქრა. ვანჰეზებრუკი უარს ამბობს მის გამოყენებაზე. არადა, გიორგი სწორ გზაზე იყო, რომ ძველებურად ათამაშებულიყო.

ელეგანტური და ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი უკვე ოთხი წელია, რაც ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ ტრავმებმა მას სრული პოტენციალის ჩვენებაში ხელი შეუშალა.

ამ სეზონში ქართველ გამთამაშებელს შეეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა გენტში, მიმდინარე სეზონი მისთვის ახლებურად დაიწყო. მწვრთნელი თავის შეგირდს ეტაპობრივად ათამაშებდა.

ტრავმისადმი მიდრეკილი სტატუსიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის სწორი გზა სწორედ ეს იყო. ბელგიური გუნდის ათიანმა სეზონში პირველად მეხელენთან ითამაშა 21 წუთი და ეს ცალსახად საკმარისი გამოდგა მისი დიდი კლასის დემონსტრირებისთვის.

ასე იყო ანდერლეხტთან შეხვედრაშიც, ასევე სერკლ ბრიუგესთან და შემდეგ 22-წლის ფლეიმეიქერი ბელგიური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ეს პერსპექტიული სიგნალები სერიოზულ სტიმულს ნიშნავდა როგორც კლუბისთვის, ისე ფეხბურთელისთვისაც. რამდენიმე წლის წინ, "ლურჯების" სპორტულმა დირექტორმა,  მიშელ ლუვაჟიმ უარი თქვა ტოტენჰემის სატრანსფერო შეთავაზებაზე.

სეზონის სტარტზე, რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, ჩაკვეტაძეს რეგრესი დაეწყო. ბელგიელი მწვრთნელი სულ უფრო ხშირად ტოვებდა მას განაცხადს მიღმა, რის შედეგადაც ის შემადგენლობიდან გაქრა.

გუნდის უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ბელგიის ჩემპიონატის ეგიდით გიორგი ერთხელაც არ ყოფილა განაცხადში და ეს მნიშვნელოვნას შემაშფოთებელია ფაქტორია.

უკანასკნელი საერთაშორისო სანაკრებო შესვენების დროს ის დიდი სამუშაო ეთიკით არ გამოირჩეოდა, რაც არ მოეწონა ჰეინს. ის დაჟინებით მოითხოვდა ქართველისგან რესტარტს.

ამბობენ, რომ ჰეიზენბრუკის გუნდის ჰავბეკი აქ ბოლო კვირეებს ატარებს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბია მზად მის გადასაბირებლად, ტრავმებისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით.

ამის გარდა, სამუშაო ეთიკის ნაკლებობა აგრეთვე დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის. ამიტომ, რთული იქნება ახალი კლუბის პოვნა და ძალიან დიდი განსხვავებაა 2017 წლისგან, როცა ევროპული ტოპკლუბების რიგი ედგა.

მაშინ ლევერკუზენი, ბაიერნი, ტოტენჰემი, ბორნმუთი და ჰოფენჰაიმი სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული, მანჩესტერმა კიექვს მილიონ ევროიანი შეთავაზებაც გააკეთა.

მისი ყიდვა მაინც გენტმა მოახერხა, რადგან დინამოსთან შეთანხმება არსებობდა", - წერს ბელგიური გამოცემა "ლურჯების" ათიანის შესახებ, რომლის წასვლის ალბათობა მართლაც მაღალია.

მანჩესტერი პოგბას გაშვებაზე თანახმაა, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში