ავტორიზაცია

სოსო ფრუიძე სამგურალის მწვრთნელი აღარ იქნება - წყალტუბოელებმა ახალი კანდიდატი შეარჩიეს

სოსო ფრუიძე სამგურალის მწვრთნელი აღარ იქნება - წყალტუბოელებმა ახალი კანდიდატი შეარჩიეს
თარიღი 23 Dec 2021, 17:14

2022 წლის სეზონიდან წყალტუბოს სამგურალის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე აღარ იქნება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფრუიძე დარჩება გუნდში, თუმცა არა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სამგურალს კი თელავის თავკაცი გიორგი მიქაძე გაწვრთნის.

სოსო ფრუიძე სამგურალში 2021 წლის გაზაფხულზე დაინიშნა და მისმა გუნდმა 2021 წელს საქართველოს თასის ფინალში ითამაშა, ეროვნულ ლიგაში კი ადგილი შეინარჩუნეს.

რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, თელავამდე 41 წლის სპეციალისტი სამტრედიაში მუშაობდა.