ავტორიზაცია

კვარაცხელია ტორესის ნაცვლად - ანალიტიკური პროგრამა ბარსელონას ხვიჩას ტრანსფერს ურჩევს

კვარაცხელია ტორესის ნაცვლად - ანალიტიკური პროგრამა ბარსელონას ხვიჩას ტრანსფერს ურჩევს
თარიღი 24 დეკ 2021, 12:03

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" იფორმებს "მანჩესტერ სიტის" გარემარბს, ფერან ტორესს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ვინგერის ტრანსფერი მაინც ჩაიშლება, კატალონიელებს სხვა ვარიანტების მოძიება მოუწევთ.

Total Football Analysis-მა "ქალაქელთა" ფლანგელის ერთ-ერთ ალტერნატივად დაასახელა ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდების რადარზეა.

აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა ქართველი გარემარბის შესახებ - "კვარაცხელია დინამო თბილისის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, რომელიც 2019 წელს ლოკომოტივ მოსკოვში მოხვდა.

შემდეგ ის რუბინში გადავიდა, ეს იმავე წელს მოხდა. აღნიშნულ კლუბს ხვიჩას სანაცვლოდ სარფიანი თანხის მიღება სურს. მას საქართველოს ნაკრებში 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

ქართველი გარემარბი ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მარცხენა ფლანგიდან უტევს, არის დინამიკური და მოწინააღმდეგე მცველებისთვის საკმაოდ საშიში ვინგერი.

ტორესი ნამდვილი ტალანტია, მაგრამ სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ის ბარსელონაში დამკვიდრდება. ყაზანელთა ფლანგელი კი კლუბისთვის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე 55 მილიონი ევროა", - წერს გამოცემა.

კითხვა, რომელიც გაუჩნდა ყველას - საიდან აქვს კრიზისში მყოფ ბარსელონას 65 მილიონი ტორესის ტრანსფერისთვის?