ავტორიზაცია

ლიდერები შეინარჩუნეს - თბილისის დინამომ 3 ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა

ლიდერები შეინარჩუნეს - თბილისის დინამომ 3 ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
თარიღი 24 დეკ 2021, 12:31

დინამო თბილისმა 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის საკვანძო მოთამაშეებს ხელშეკრულებები გაუხანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაცია GOAL.GE-მ მოიპოვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დავით სხირტლაძემ თბილისურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ასევე გიორგი მოისწრაფიშვილმა და მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემაც მომავალი თბილისურ გუნდს დაუკავშირეს.

დასრულებული სეზონის შემდეგ ბევრი კითხვები იყო დავით სხირტლაძის მომავალთან დაკავშირებით, ისევე, როგორც აინტერესებდათ ლევან ხარაბაძის სიტუაცია, რადგან დინამო თბილისმა იაგიელონიადან მარცხენა მცველი სტეფან ბიტოკი დაიმატა.

ახალი სეზონისთვის კახა ცხადაძის გუნდში უკვე 5 ახალწვეულია: მეკარე დავით კერესელიძე, მცველი სტეფან ბიტოკი, ნახევარმცველი ოსმანე კამარა და დმიტრი ანტილევსკი და ფორვარდი სტანისლავ ბილენკი.