ავტორიზაცია

დარჩეს ან წავიდეს - ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეტაძის და გენტის გარშემო გამოკითხვა ჩაატარა

დარჩეს ან წავიდეს - ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეტაძის და გენტის გარშემო გამოკითხვა ჩაატარა
თარიღი 24 დეკ 2021, 12:52

Voetbalnieuws-ი კვლავ წერს "გენტის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქართველი გამთამაშებლის წასვლა/დარჩენა აქტუალურ თემად რჩება.

აღნიშნულმა გამოცემამ ამჯერად ჩაატარა გამოკითხვა ბელგიური გუნდის გულშემატკივრებს შორის, იმის დასადგენად, თუ რას ფიქრობენ ისინი თავიანთი გუნდის ფლეიმეიქერის შესახებ.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო "ლურჯების" 600-ზე მეტმა ქომაგმა, შედეგები კი შემდეგნაირია - ფანების 47% მიიჩნევს, რომ მათი გუნდის ათიანი უნდა წავიდეს.

44% ემხრობა დარჩენას, 9%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. შეგახსენებთ, რომ 22-წლის ჰავბეკის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბუფალოებთან" 2022 წლამდე არის გათვლილი.

ჩაკვეტაძე "გენტში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 81 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა რვა ბურთი და გააკეთა 19 საგოლე გადაცემა.

"მანჩესტერი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონს ჩამოდიოდა, ახლა კი მას კლუბის პოვნაც კი გაუჭირდება", - ბელგიური პრესა