ავტორიზაცია

ბაიერნი პრემიერ ლიგიდან შემტევს იფორმებს

ბაიერნი პრემიერ ლიგიდან შემტევს იფორმებს
თარიღი 25 დეკ 2021, 10:32

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რაფინია დიასი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლიდს იუნაიტედს" დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას TNT Sport-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს მიუნხენის "ბაიერნი" შეიძენს, სატრანსფერო თანხა კი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება. მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ.

"ავაი", რომლის აღზრდილიც რაფინიაა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას უკვე ითვალისწინებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებულ 1,5 მილიონის მიღებას.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. არაა გამორიცხული, რომ რაფინიას ტრანსფერი იანვრის პირველ რიცხვებში დაიხუროს.