"მეგონა, იტალიას 3-4 ბურთით გავანადგურებდით, მაგრამ შევცდი", - ფილიპსი

ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კალვინ ფილიპსმა კომენტარი გააკეთა უეფას ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან 1-1, (2-3) მარცხის შესახებ.
ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველმა, ლიუკ შოუმ ანგარიში დაწყებიდან 1 წუთში და 56 წამში გახსნა. ეს ევროპის ჩემპიონატების ფინალის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.
- ინგლისი შოუს გოლის შემდეგ მეორე წუთზე დაწინაურდა. რას გრძნობდი იმ მომენტში?
"ვიფიქრე: სამ-ოთხს გავიტანთ, დავამსხვრევთ, მაგრამ შემდეგ მათ დაიწყეს გადაცემა და ბურთის გადატანა ერთი მხრიდან. მატჩის შუა პერიოდში ვფიქრობდი: ისინი კარგები არიან", - განაცხადა "ლიდსის" ნახევარმცველმა.