"მამარდაშვილს ვალენსიამ ორი შეცდომა არ აპატია", - As-ის ჟურნალისტი ქართველის შესახებ წერს
AS-მა "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მორიგი ვრცელი სიახლე მიუძღვნა. ქართველი გოლკიპერის შესახებ ამჯერად ჟურნალისტი ნაჩო სანჩესი საუბრობს.
"მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში შესანიშნავი თამაშით ყველა გააკვირვა, მაგრამ შემდეგ ძირითადში ადგილი უფრო გამოცდილ სილესენს გადაულოცა.
რაც შეეხება კოპა დელ რეის, აღნიშნულ ტურნირზე ვალენსიას კარს იცავს დომენეკი იცავს. როგორც ვხედავთ, გუნდის ახალწვეული კარის დარაჯი შემადგენლობიდან გაქრა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, "ღამურები" გიორგის მაინც გამოისყიდიან, 850 ათას ევროდ. მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, დარჩენილია ოფიციალური დასტური.
მას არ აპატიეს ორი შეცდომა, რის გამოც ის დუბლიორი გახდა. მოვლენების ასეთი განვითარების მიუხედავად, ბორდალასი, ისევე როგორც მთელი კლუბი ქართველს ძალიან აფასებს.
"მურსელაგოსში" თავიანთ გოლკიპერს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კარის დარაჯად მიიჩნევენ", - წერს ესპანელი რეპორტიორი 21-წლის მეკარის შესახებ თავის სტატიაში.