ავტორიზაცია

"მანჩესტერმა კავანის თაობაზე ყველაფერი უკვე გადაწყვიტა", - რომანო

"მანჩესტერმა კავანის თაობაზე ყველაფერი უკვე გადაწყვიტა", - რომანო
თარიღი 28 Dec 2021, 12:30

ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ "მანჩესტერ იუნიტედის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის მომავლის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

"მანჩესტერ იუნაიტედს ყოველთვის სურდა ედინსონ კავანის შენარჩუნება, კორინთიანსისა და ბარსელონას საკმაოდ აქტიური სატრანსფერო ინტერესის მიუხედავად.

ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მანჩესტერ იუნაიტედის პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. მანჩესტერში დიდი ალბათობით დიოგო დალოტიც დარჩება", - წერს ფაბრიციო რომანო.

როგორც ჩანს, ურუგვაელის "ბარსაში" გადასვლა სრულიად გამორიცხულია. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა ყურადღება სხვა ფეხბურთელებზე გადაიტანეს. რაც შეეხება კავანს, 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ივლისში ეწურება.