"ბარსელონაში გადასვლით, ფერან ტორესმა გიორგი მამარდაშვილი გვიყიდა", - ვალენსიას ფან-გვერდის სახალისო პოსტი
როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ახლა უკვე ყოფილი გარემარბი, ფერან ტორესი "ბარსელონაში" გადავიდა. "ქალაქელებში" მოხვედრამდე კი ესპანელი "ვალენსიაში" თამაშობდა.
"ლურჯები" თავიანთი ყოფილი ვინგერის სანაცვლოდ მიიღებენ 55 მილიონ ევროს და აღსანიშნავია ის, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი "ღამურების" ანგარიშზეც ჩაირიცხება.
აღნიშნული პუნქტი ჩაიდო "ეტიჰადელებსა" და "მურსელაგოსს" შორის არსებულ კონტრაქტში, როდესაც 21-წლის ფლანგელი პრემიერ ლიგაში ახორციელებდა გადმოსვლას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალისო პოსტი გამოაქვეყნა "ლოს ჩეს" ერთ-ერთმა ფან-გვერდმა ტვიტერზე, რომელმაც ტორესის ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირა.
"ტორესი ვალენსიას სანტა კლაუსია, მან გუნდში მამარდაშვილი და დურო მოიყვანა", - წერს ფეიჯი. შეგახსენებთ, "მესტალიელები" ქართველი მეკარისა და ესპანელი თავდამსხმელის გამოსყიდვის პროცესში არიან.